2017 წლის იანვარი - მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 2 329 677 ტურისტი ეწვია, რაც 206,736-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
იმ უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981,668 შეადგინა, რაც 196,369-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ - მაისში ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოს აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+13.2%), თურქეთიდან (-17.8%), რუსეთიდან (+22.1%) და ირანიდან (+224%) ეწვია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისში გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +34%, გერმანია +27%, საფრანგეთი +27%, გაერთიანებული სამეფო +22% და პოლონეთი +21%.
ტურისტების ზრდის პარალელურად, მატულობს შიდა მოგზაურთა რაოდენობა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment