Wednesday, June 21, 2017

რუსეთს და აშშ-ის შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე კონსულტაციები ჩაიშალა

ვაშინგტონის მიერ ანტირუსული სანქციების გაფართოებას მოსკოვმა იმით უპასუხა, რომ აღარ გამართავს ამერიკელებთან ორმხრივ კონსულტაციებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმებოდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ნათქვამი.

რუსეთი აცხადებს, რომ 20 ივნისს სანქციების გაფრთოებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ქმნის სასურველ ფონს ვაშინგტონთან მოლაპარაკებისათვის. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვის ნაბიჯს სამწუხარო უწოდა. უწყების წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის შელახვას უკავშირდება.  

20 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა.

ამავე დღეს, აშშ-ის ხელისუფლებამ, ანტირუსული სანქციების სიას 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შემატა, რომელიც კავშირშია "უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან".
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment