მგზავრების გაზრდილი რაოდენობის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ 23 და 25 ივნისს მატარებლების რაოდენობა გაზარდა.. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს ახალი განრიგით შეასრულებს.
ელექტრომატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 23 ივნისს - 10:30 წთ. და ბათუმში ჩავა 15:29 წთ-ზე. 25 ივნისს ბათუმიდან გამოვა 17:05 წთ და თბილისში დაბრუნდება 22 სთ-ზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment