თბილისში, რუსთაველის მეტროსთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციას მართავენ - ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ისინი დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ, მათ შორის - მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მეტროში. აქციის მონაწილეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ და მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2013 წელს რატიფიცირებულ გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის პირობებს შეახსენებენ.
აქციას "აუდიტორია 115-ის" წევრები შეუერთდნენ.
No comments:
Post a Comment