ბრიტანელმა მეცნიერებმა ქრონიკული დაღლილობისგან გათავისუფლების საშუალებას მიაგნეს. კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა, - წერს The Telegraph-ი.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან გამკლავება რეგულარული, ზომიერად ინტენსიური ვარჯიშებით არის შესაძლებელი.
ამ დასკვნამდე კვლევის ავტორები 12 კვირის განმავლობაში 200 ადამიანის ჯანმრთელობაზე დაკვირვებით მივიდნენ. ისინი დეპრესიისა და უძილობის სამკურნალო საშუალებების მიღების გარდა, ფიზკულტურითაც იყვნენ დაკავებულნი. სატესტო ჯგუფში, რომელიც 100 ადამიანისგან შედგებოდა, 40-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ნერვული სისტემის დათრგუნვას უკავშირდება, რომელიც ხანგრძლივი დასვენებითაც არ ქრება. ის ძირითადად განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული და 1000-დან 7 ადამიანს ემართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment