ხაშურთან ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ხაშურთან სატვირთო მანქანის და "ოპელის" მარკის ავტომობილის შეჯახება მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლი. სატვირთო მანქანის მძოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის პოლიციამ უკვე დაკითხა. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment