განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა EDU.ARIS.GE – ს კითხვას – რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და მართლაც გეგმავს თუ არა ის ოლიმპიადის გაუქმებას, მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს.
მინისტრის განცხადებით, ბანაკებში მონაწილეობა, „როგორც ეს მთელ მსოფლიოშია, მხოლოდ ოლიმპიადაში გამარჯვებასა და რაიმე აკადემიურ მიღწევას არ უნდა უკავშირდებოდეს.“
ჯეჯელავას თქმით, საზაფხულო და ზამთრის ბანაკები არის სოციალური უნარების განვითრება და იმის თქმა და ვარაუდი რომ მხოლოდ კარგ მოსწავლეებს სჭირდებათ სოციალური უნარების განვითარება, უსაფუძვლოა.
„ჩვენი აქცენტი ზაფხულისა და ზამთრის ბანაკების შემთხვევაში იქნება მცირე სკოლების მოსწავლეებზე, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ თვითონ საშუალება. ამიტომ ვფიქრობ რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. ეს ხალხი ძალინ ბევრ სიკეთეს იღებს. მათი მოტივაცია არის და უნდა იყოს კარგი ცხოვრება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ წარჩინებულ მოსწავლეებსა და ოლიმპიადის გამარჯვებულებს არ უნდა ხმარდებოდეს, არამედ სოციალურად შეჭირვებულებსაც. რაც შეეხება ოლიმპიადის გამარჯვებულებს და ოლიმპიადის გუნდებს ჩვენ გვაქვს სხვა ინსტრუმენტი,“ – განაცხადა ჯეჯელავამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ინსტრუმენტზეა საუბარი.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment