Saturday, June 3, 2017

სექსუალური განათლება საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში გარკვეული დოზით შევა

სექსუალური განათლება სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში გარკვეული დოზით შევა. როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელი მარიამ ჩიქობავა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურის რევიზია მიმდინარეობს, სექსუალური განათლების სკოლაში შეტანის საკითხზე სამინისტრო თანამშრომლობას გაეროს მოსახლეობის ფონდთან გეგმავს.
„ეს მართლაც ისეთი საკითხია, რომ ამის დისკრედიტირება თუ მოხდა, მერე ძალიან ძნელი იქნება მისი დანერგვა. არადა, თუ საზოგადოების შეთანხმების საგნად არ იქცა, ვერ დაინერგება. თუ მშობელია წინააღმდეგი, ან ვთქვათ მასწავლებელი ამბობს, რომ მე არა, ამას ვერ ვასწავლი.. მაშინ აზრი არ აქვს, რომ ჩვენ შევიტანოთ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია და ამის საჭიროებას ვაცნობიერებთ. ზუსტად ახლა გვსურს ვითანამშრომლოთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან, რომელიც თავისი ექსპერტებით მოგვამარაგებს, თუ როგორ მოხდეს ახლა საბაზო საფეხურზე ამის შეტანა. ყოველ შემთხვევაში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე აუცილებლად იქნება ეს საკითხები წარმოდგენილი და გვინდა, რომ ეს პროფესიონალურ დონეზე რაღაცა დოზით შევიდეს საბაზოზე და საშუალო საფეხურზე ალბათ უფრო მეტად.
ჩვენი კითხვის პასუხად, დაეთმობა თუ არა სექსუალურ განათლებას ცალკე საგანი  და როდის უნდა ველოდოთ ცვლილებას, სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს:
„ეს ცალკე საგნად ნამდვილად არ იქნება, ეს იქნება აუცილებლად ბიოლოგიის კონტექსტში და იქნება სამოქალაქო განათლების კონტექსტში. ეს ნაადრევი ქორწინება, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ზიანის მომტანია. აი ამ ორ საგანში ვფიქრობთ ამის ჩასმას. მე ვფიქრობ, რომ როცა პედაგოგი არის პროფესიონალი, ის ისე მიაწვდის, რომ არანაირი უხერხულობა არ უნდა შეიქმნას კლასში. ეს უკვე მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული.
„რაც შეეხება პროცესს, თანამშრომლობაზე გვაქვს თანხმობა, აი ახლა საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ამ პირველადი ვერსიების განხილვას უკვე დავიწყებთ მათთან ერთად და რასაც ჩათვლიან საჭიროდ, რომ ვთქვათ რაღაც ისე არ არის წარმოდგენილი, გასწორდება“, – აღნიშნა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით,საბაზოდა საშუალოსაფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო– 7-9,ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.
EDU.ARIS.GE მარიამ ჩიქობავასთან ვრცელ ინტერვიუს ეროვნული სასწავლო გეგმების დამუშავების პროცესის შესახებ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


No comments:

Post a Comment