ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ხუთი ფინალური წყვილი გაირკვა.
„ახალ თბილისში“ მიმდინარე ტურნრზე დღეს მხოლოდ ხუთი წონითი კატეგორიის (55; 63; 72; 82; 97) წინასწარი შეხვედრები გაიმართა.
55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ნუგზარ წურწუმია (ხობი) და ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი) დაუპირისპირდებიან.
ლერი აბულაძე (აჭარა) და ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) გაარკვევენ ჩემპიონის ვინაობას 63 კილოგრამში.
რამაზ ზოიძე (აჭარა) და იური ლომაძე (ოზურგეთი) შეხვდებიან ერთმანეთს 72 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში.
ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილისა (თბილისი) და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის პრიზიორის- ლაშა გობაძის (აჭარა) ორთაბრძოლა შედგება 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
თბილისური ფინალი გაიმართება 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს რევაზ ნადარეიშვილი და კოკა კირცხალია დაუპირისპირდებიან.
ამ წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი, ხვალ 17:00-ზე დაიწყება. მანამდე „ახალ თბილისში“ გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდებიან, ტურნირი კი 11 იანვარს დასრულდება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment