Monday, January 15, 2018

ჰავაიზე ცრუ განგაში არასწორ ღილაკზე დაჭერის გამო გამოცხადდა

ჰავაის შტატის ხელისუფლებამ განმარტება გააკეთა, თუ რატომ მიიღეს მოქალაქეებმა რაკეტის დარტყმის შესახებ შეტყობინება. გაფრთხილებების ცენტრის მორიგე ვერნ მიაგი, სანამ პოსტს დატოვებდა, უნდა შეემოწმებინა სარაკეტო გაფრთხილების შესახებ სისტემის მუშაობა, თუმცა შემოწმების ნაცვლად, მან მეზობელ ღილაკს დააჭირა და ადამიანებს ნამდვილი განგაშის შეტყობინებები გაეგზავნათ. ამის შესახებ ინფორმაციას  WashingtonPost-ი ავრცელებს.
13 იანვარს ჰავაის მცხოვრებლებმა ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის შესახებ განგაშის შეტყობინება მიიღეს, თუმცა ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა. 2017 წლის დეკემბერში, ჰავაის შტატში, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, ბირთვული დარტყმის შესახებ სისტემა გამოსცადეს.
მსახიობი ჯიმ ქერი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომელმაც ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის შესახებ განგაშის შეტყობინება მიიღო. ჯიმ ქერის თქმით, მას ეგონა, რომ სიცოცხლის 10 წუთი ჰქონდა დარჩენილი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment