Tuesday, January 9, 2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს. 
კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, კოსტავას, გამსახურდიას და ჭაბუკიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV, V კვარტლების, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ipn.ge 

No comments:

Post a Comment