Saturday, January 6, 2018

მაკრონი: თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, 2016 წლიდან დღემდე თურქეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

„ფარისევლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან მეთქვა, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. დიახ, ერდოღანის თურქეთს არავითარი შანსი აღარ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებასა და ევროგაერთიანებას შორის ურთიერთობები დაიძაბა. ერდოღანმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთისთვის პრიორიტეტი აღარ არის, გახდეს ევროგაერთიანების წევრი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობა ევროკავშირის წევრობის შესახებ დაუსრულებელი მოლაპარაკებებისგან დაიღალა
imedinews.ge

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

No comments:

Post a Comment