Monday, January 8, 2018

მაჩალიკაშვილი შეიძლება სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ


პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ. წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკის ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, თურქეთის ორი კლინიკიდან პაციენტის მიღების შესახებ თანხმობა მიიღეს. რომელ კლინიკაში მოათავსებენ დაჭრილს, ეს ოჯახის ასარჩევია.
"ავსტრიაში მისი გადაყვანა რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, ამის შემდეგ განვიხილეთ სხვა ალტერნატიული ვარიანტები და ამ ვარიანტზე შევჯერდით. ოჯახის თანხმობის შემდეგ მისი გადაყვანა უახლოეს პერიოდში მოხდება,"-აცხადებს ექიმი. მისივე განმარტებით, გადაყვანას თავად თურქული კლინიკა უზრუნველყოფს.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.  ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა. 
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment