Friday, January 5, 2018

ტრამპმა მაიკლ ვულფს ხელმოცარული უწოდა, სტივ ბენონი კი გაგდებულ ძაღლს შეადარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი მთავარი სტრატეგი კიდევ ერთხელ გალანძღა. ამის მიზეზი ჟურნალისტ მაიკლ ვულფის წიგნში („ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში“) დაბეჭდილი ინტერვიუ გახდა. 
სტივ ბენონი ინტერვიუში ადასტურებს, რომ ჰილარი კლინტონზე კომპრომატების მოპოვების მიზნით ტრამპის ვაჟი წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის წარმომადგენლებს ნამდვილად შეხვდა და ტრამპს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს
თეთრი სახლის ლიდერი ბენონის ბრალდებას სკანდალური წიგნის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრეც გამოეხმაურა. „როგორც ჩანს, ბენონმა სამსახურთან ერთად ჭკუაც დაკარგა,“-წერდა ტრამპი Twitter-ის პირად გვერდზე. თეთრმა სახლმა კი ბენონი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა განაცხადა, რომ „ტრამპი კარგი კაცია და მას ყოველთვის მხარს უჭერდა,“თუმცა პრეზიდენტის რისხვას მაინც ვერ გადაურჩა.
წიგნის გამოსვლის შემდეგ ტრამპმა Twitter-ზე ახალი პოსტი დადო.
„მაიკლ ვულფი ხელმოცარული ადამიანია. მან მოიგონა ისტორიები, თავისი მოსაწყენი და ყალბი წიგნი რომ გაეყიდა. ამისთვის გამოიყენა ზარმაცი სტივ ბენონი, რომელიც ტიროდა, როცა სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და სამსახურს იხვეწებოდა. ის ყველამ ძაღლივით მოიშორა. ძალიან ვწუხვარ!“-წერს ტრამპი.სენსაციური წიგნი „ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში", 5 იანვარს გამოვიდა. პრეზიდენტის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს ცილისწამების ბრალდებით მიმართონ.
imedinews.ge

 https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment