Tuesday, January 9, 2018

ფინეთში „სამეფო კარის თამაშების“ მოყვარულებისთვის ყინულის სასტუმრო ააშენეს

ფინეთში, ყინულზე მომუშავე მოქანდაკეებმა ახალი სასტუმრო ააშენეს. ყინულის სასტუმროში სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებლებს სერიალის მიხედვით შექმნილი ინტერიერი დახვდებათ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
სასტუმრო ჰელსინკიდან 90 წუთის სავალზე აშენდა და ჯამში 24 სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. მათ შორის 10 ოთახი სასტუმრო ნომერია. 
ყინულის შენობაში ტემპერატურა -5 გრადუსამდეა. ტურისტებს ნომრებში თერმული საძილე ტომრები დახვდებათ, დილით კი კენკრის ჩაით გაუმასპინძლდებიან. სტუმრების განკარგულებაშია კინოთეატრი, ბარი და სამლოცველო. 
ყინულის შენობაში შესვლის ფასი 18 დოლარია, 30-კაციანი ჯგუფისთვის კი ექსკურსია გიდის მომსახურებით დაახლოებით 78 დოლარი ღირს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment