Tuesday, January 9, 2018

ძლიერი ქარის გამო თბილისში საბაგიროები არ იმუშავებენ


თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისში ძლიერი ქარის გამო საბაგიროების მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე რიყე-ნარიყალას და კუს ტბის საბაგირო გზები დროებით ვერ მოემსახურებიან მგზავრებს“, - აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. 
ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. ძლიერმა ქარმა დააზარალა როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების მოსახლეობა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო ორი რეისი არ შესრულდა.

No comments:

Post a Comment