ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობით ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს ატარებს, რომელსაც MIT-ის სტუდენტები გაუძღვებიან.
ტრენინგი სამი სხვადასხვა მიმართულებით, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები შეისწავლიან LittleBits-ის, Arduino -სა და Lego Robotics -ის საწყისებს. ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი LittleBits-ის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები LittleBits - ის საფუძვლებს დაეუფლებიან, რაც მარტივი ელექტრონული მოწყობილობების აწყობას გულისხმობს, ამავდროულად, განივითარებენ გუნდური მუშაობისა და ტრენერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
ტრენინგის მონაწილეები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი პირობა პროგრამირების საწყისების, ელექტრონიკისა და ინგლისური ენის ცოდნა იყო. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გარდა ამისა გადამზადებული ტრენერები ვალდებულნი იქნებიან უსასყიდლოდ ჩაატარონ 2 საათიანი ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ სამჯერ ტექნოპარკის ბაზაზე
👉 კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre
.
შემდეგი ტრენინგი „ლეგო რობოტიკის“ მიმართულებით 15 იანვარს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძლდება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment