ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ჩატარებული ექსპედიციებისას ასობით ამფიბიისა და ქვეწარმავლის ნამარხი, ასევე ხეების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ 280 მილიონი წლის წინ ე.წ. „ყინულის უდაბნო“ ხშირფოთლოვანი ტყით იყო დაფარული. მცენარეების სიმაღლე რამდენიმე ათეულ მეტრამდე აღწევდა.
👉 კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre
გეოლოგის, ერიკ გულბრენსონის თქმით, ანტარქტიდაზე ტყე ჯერ კიდევ იქამდე იყო, ვიდრე დედამიწაზე პირველი დინოზავრი დადგამდა ფეხს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ანტარქტიდა გიგანტური კონტინენტის, გონდვანას ნაწილს შეადგენდა თანამედროვე აფრიკასთან, სამხრეთ ამერიკასთან, ავსტრალიასა და ინდოსტანის კუნძულთან ერთად. შესაბამისად, თანამედროვე ყინულოვან კონტინენტზე მილიონობით წლის წინ განსხვავებული, თბილი კლიმატი იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment