Sunday, January 7, 2018

ოქროს გლობუსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონია გაიმართა. მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ოქროს გლობუსის მფლობელები ან ნომინანტები, არამედ მათი სამადლობელი სიტყვები და ჩაცმულობაციყო. საღამოზე მსახიობებმა ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში და პროტესტის ნიშნად შავი ფერის სამოსი მოირგეს. 
რაც შეეხება გამარჯვებულებს, „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე საუკეთესო სატელევიზიო სერიალის ნომინაციაში „მხევლის წიგნი“ დაჯილდოვდა. ამ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო სერიალები „უცნაური ამბები“, „სამეფო კარის თამაშები“ და „ეს ჩვენ ვართ“.
საუკეთესო დრამატული მსახიობი გერი ოლდმანი გახდა,  საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი კი ფრენსის მაკდრომანდი. საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში კი გაიმარჯვა სურათმა "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური". 
საუკეთესო სცენარისტი ფილმ “სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისურისთვის” მარტონ მაკდონაჰმა აიღო. 
საუკეთესო მულტფილმის კატეგორიაში "კოკომ” გაიმარჯვა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

საუკეთესო კომედიური შესრულებისთვის ოქროს გლობუსი მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ მიიღო ფილმისთვის „კატასტროფის შემსრულებელი“. ქალის საუკეთესო კომედიური როლისთვის ჯილდო კი სირშა რონანმა მიიღო. რაც შეეხება კომედია-მიუზიკლის ჟანრში საუკეთესო ფილმს, ამ კატეგორიაში "ლედი ბიორდმა" გაიმარჯვა. 
საუკეთესო რეჟისორის ჯილდი გილერმო დელ ტორომ მიიღო. საუკეთესი კომპოზიტორი კი ალექსადნრე დეპლა გახდა. 
საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში გერმანულმა სურათმა "ზღვარზე" გაიმარჯვა. 
„ოქროს გლობუსი“ 25 კატეგორიაში გაიცემა, მათ შორის სატელევიზიო ფილმებსაც. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების პირველი ცერემონია 1945 წელს გაიმართა.
imedinews.ge

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

No comments:

Post a Comment