Ford-ი შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებაში 11 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. წინა წლებთან შედარებით ეს რიცხვი გაორმაგებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Detroit Auto Show-ზე კომპანიის ხელმძღვანელმა ბილ ფორდმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება Ford-ის არსებული მოდელების ელექტრიფიკაციაზე. ამასთან, ბილ ფორდს კონკრეტული მოდელი არ დაუსახელებია.
ავტოკონცერნებზე ზეწოლა გასული წლიდან გაძლიერდა, მათ მოსთხოვეს, რომ შეამცირონ მანქანების მიერ ნახშირორჟანგის გამოყოფის დონე.
გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen ავტომობილების განვითარებაში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს და იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ელექტრო ავტომობილების წარმოების მიმართულებით ლიდერი გახდება.
10 მილიარდი ევროს ეკონომიას ელექტრომობილების წარმოებისთვის გასწევს Audi-ც.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment