Wednesday, February 7, 2018

პანკისის სკოლებში სწავლა 121-მა მოსწავლემ მიატოვა

ბოლო 4 თვეში პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ომალოსა და დუმასტურში სწავლა 60-მა მოსწავლემ შეწყვიტა, დუისში 35-მა, ჯოყოლოსა და ბირკიანში კი 26-მა. დირექტორების თქმით, ამის ძირითადი მიზეზი პანკისში მცხოვრები ოჯახების საზღვარგარეთ წასვლაა. ინფორმაციას radioway -ი ავრცელებს.
სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური ამბობს, რომ მის სკოლაში სწავლა ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შეწყვიტეს, - „გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო ეს პროცესი და ამ ბოლო დროს, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მოიმატა სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობამ. ძირითადად ახალგაზრდა ოჯახები მიდიან“.
2016-2017 წლებში პანკისის სოფელ ომალოს საჯარო სკოლაში 203 მოსწავლე ირიცხებოდა, 2017 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით კი - 200. სკოლის დირექტორის, ბელა გუნაშაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე სკოლა 30-მა მოსწავლემ დატოვა.
„როცა ბავშვის გაყვანის შესახებ განაცხადს აკეთებენ, უთითებენ, რომ სამოგზაუროდ მიდიან, მაგრამ უკან ჯერ არავინ დაბრუნებულა. მხოლოდ 2 ოჯახის შესახებ ვიცით, რომ შესაძლოა დაბრუნდნენ“, - აღნიშნავს ომალოს სკოლის დირექტორი.
ბავშვების რაოდენობა შემცირებულია პანკისის ხეობის საბავშვო ბაღებშიც. სოფელ ჯოყოლოს საბავშვო ბაღში 2015 წელს 65 აღსაზრდელი ჰყავდათ, 2016-2017 წლებში ბავშვების რაოდენობა 55-მდე შემცირდა, 2017 წლის სექტემბერში 50 აღსაზრდელი დაარეგისტრირეს, ბოლო 4 თვეში კი ბაღი კიდევ 10-მა ბავშვმა დატოვა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment