Wednesday, February 7, 2018

თემქაზე გაზით მოწამლულმა ოჯახმა წყლის გამაცხებელი თვითნებურად დააერთა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ოჯახმა, რომელშიც CO-თი მოიწამლნენ, „წყალგამაცხელებელი თვითნებურად დააერთა“. ბინა კომპანიამ 2017 წლის 4 ოქტომბერს შეამოწმა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
"გეგმური შემოწმების დროს კომპანიის სპეციალისტებმა სახლში აღმოაჩინეს ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი, რომლის მონტაჟი და მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია სახლებსა და დახურულ სივრცეებში. შესაბამისად, აღნიშნული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ოჯახის წევრებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ ეს იყო საშიში მათი სიცოცხლისათვის. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა, როგორც აღმოჩნდა, თვითნებურად დააერთეს ჩახსნილი ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი, რის გამოც გუშინ, თემქაზე, მე-11 მიკრორაიონის მე-20 კორპუსის ერთ-ერთ სახლში მყოფი 6 ადამიანი მოიწამლა“, - ამბობენ კომპანიაში. 
თემქის დასახლების მე-11 მიკრორაიონის მე-20 კორპუსიდან 4 ბავშვი ინტოქსიკაციის სხვადასხვა ნიშნებით იაშვილის კლინიკაში 6 თებერვალს გადაიყვანეს. ბავშვები კლინიკიდან დღეს გაწერეს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment