რუსთავის №16 საჯარო სკოლაში მოწამლულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას inforustavi-ი ავრცელებს.
კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ცუდად გახდომის მიზეზი, ჯერ უცნობია. მასწავლებლები შემთხვევას სასმელი წყლის დაბინძურებას უკავშირებენ.
დილით სკოლაში 8 მოსწავლე ერტდროულად ცუდად გახდა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 3 მოზარდს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
სკოლაში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სამსახურისა და კომპანია "რუსთავის წყლის" თანამშრომლები. რომლებიც შესაბამის მოკვლევას აწარმოებენ.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment