Thursday, February 8, 2018

საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი


გარემოს ეროვნული სააგენტოს სინპოტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 9 თებერვალს დღის პირველ ნახევარში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
"შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ქარი და ქარბუქი",- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment