Apple-მა შესაძლოა 2018 წელს 2 ახალი MacBook-ი და 1 Mac Desktop-ი გამოუშვას. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი ახალი MacBook-ი T2 პროცესორზე იმუშავებს.
ასევე ცნობილია, რომ MacBook Pro-ს განახლება იგეგმება. მისი გამოსვლის თარიღი 2018 წლის დასასრულს - 2019 წლის დასაწყისში განიხილება. რაც შეეხება Apple MacBook Pro-ს, თუ აღმოჩნდა, რომ კომპანია მის განახლებას არ გეგმავს შესაძლებელია, რომ T2 ჩიპი MacBook Air-მა მიიღოს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ Apple-ი ახალი iPad-ის დიზაინზე მუშაობს. სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი iPad-ი 2018 წლის შემოდგომაზე გამოვა და ის რამდენიმე განახლებულ ფუნქციასთან ერთად A12X პროცესორის მხარდაჭერას მიიღებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment