Friday, February 2, 2018

ჰაკერებმა ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო მომსახურების სააგენტოს სპეციალისტებმა ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვის საქმეზე გამოძიება დაიწყეს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
შესაბამისმა უწყებებმა, ტოკიოში კრიპტოვალუტის გაცვლის მთავარი ბირჟის Coincheck-ის სათაო ოფისში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.
იაპონიის სამართალდამცავი ორგანოები კომპანიის ანგარიშების შემოწმებას აპირებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მას შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებები იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ფული და გადაუხადონ მათ კომპენსაცია. სავარაუდოდ, ჰაკერების ქმედებით 260 ათასი ადამიანი დაზარალდა.
ამჟამად, ამ ბირჟაზე კრიპტოვალუტებში ვაჭრობა შეწყდა. ტრანზაქციები მხოლოდ ბოტკოინით ხორციელდება. NEM 2015 წელს შეიქმნა და უმსხვილესი კრიპტოვალუტების ათეულში შედის.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment