Thursday, February 8, 2018

BBC-მ ვირტუალური რეალობის პირველი აპლიკაცია შექმნა


BBC-მ ვირტუალური რეალობის პირველი მობილური აპლიკაცია შექმნა. შედეგად მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, სპეციალური სათვალით დაათვალიერონ გაერთიანებული სამეფოს მუზეუმები, იქ დაცული არტეფაქტები და შედევრები. 
მობილური აპლიკაცია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ოპერატიული სისტემებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 
გასულ წელს ბრიტანულმა ტელეკომპანიამ Sky თავისი ახალი სატელევიზიო პლატფორმის - Sky Q-ს პოპულარობის ზრდისთვის ვირტუალური რეალობის აპლიკაცია შექმნა. მისი მეშვეობით, მაყურებელს შესაძლებლობა აქვს,  ტელეარხის შოუების ვირტუალურ გმირებთან კომუნიკაცია დაამყაროს.
მობილური აპლიკაციის გადმოწერა გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment