Thursday, February 8, 2018

Guardian: დემნა გვასალია მსოფლიოს ყველაზე ,,ცხელი" დიზაინერია


ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Guardian-მა ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას მსოფლიოს ყველაზე ,,ცხელი" დიზაინერი უწოდა. ამის შესახებ იმ სტატიაშია საუბარი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა.
"რომ მიხვდე რა ქმნის დემნა გვასალიას ყველაზე აქტუალურ დიზაინერად პარიზში, პირველ რიგში ყველაფერი უნდა დაივიწყო პარიზის შესახებ" - ასე იწყება სტატია ვეტმონის დამფუძნებელსა და ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიაზე.
სტატიის მიხედვით, დემნა გვასალიას პარიზი განსხვავებულია. "არ ვთვლი, რომ ელეგანტურობა რელევანტურია. ვეტმონში ყველაფერი ქუჩასთან არის დაკავშირებული და არ ვფიქრობ, რომ ქუჩებში ელეგანტურობა არის ის, რისკენაც ადამიანები მიისწრაფიან. ჩემი ხედვა პრაგმატულია. მოდის სამყარო არ არის რეალური და ჩემი ესთეტიკა ჰიპერრეალიზმს ჰგავს. არ ვარ დაინტერესებული სიზმარში ცხოვრებით, სიკვდილამდე მოწყენილი ვიქნებოდი ამით,"- ამბობს გვასალია.
ამჟამად კი დემნას ახალი გატაცება გულწრფელობაა. „ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში,“ ამბობს ის. „შეხედეთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. უფრო გამჭირვალეები უნდა ვიყოთ.“
დიზაინერი ტექნოლოგიებითაცაა დაინტერესებული და მისი ახალი პროექტი სწორედ თანამედროვე სამყაროზე და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე იქნება მორგებული. ხოლო, კითხვაზე, თუ როგორც შეცვლის ის მოდას, დემნას უბრალოდ ეღიმება. „ჯერ არ ვიცი. მე ხომ მომავალს ვერ ვხედავ. თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება.“
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment