საუდის არაბეთში ქალებს კვების ობიექტებში მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Khaleej Times-ი წერს.
პირველ ეტაპზე ქალები გამოსაცდელი ვადით მუშაობას ქვეყნის 16 რეტორანში დაიწყებენ. გარდა ამისა შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ამ სფეროში ქალების დასაქმების საკითხზე იმუშავებს.
ამ დროისთვის საუდის არაბეთში ქალთა უმუშევრობის მაჩვენებელი 33%-ა.
13 იანვარს ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment