Thursday, February 1, 2018

შპს ყვარელრემმშენის მოგებული და წაგებული ტენდერების სტატისტიკა გამოქვეყნდა

2011 წლიდან დღემდე შპს „ყვარელრემმშენს“ 48 ტენდერში აქვს მონაწილეობამიღებული, საიდანაც 25 შემთხვევაში დამარცხდა, ხოლო 18 ტენდერი მოიგო.
მოგებული ტენდერებიდან 5 შემთხვევაში ის დისკვალიფიცირებული იყო ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ხოლო კიდევ 4 შემთხვევაში ყვარელრემმშენი გამარჯვებულის გამოვლენამდე დისკვალიფიკაცია მიიღო.
ყვარელრემმშენი დისკვალიფიცირებული იყო ეროვნული ბანკის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, პროკურატურისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სასწვალო ცენტრისთვის გამოცხადებულ ტენდერში. 
კომპანიამ 2011 წლებში მოიგო და შეასრულა სახელმწიფო შესყიდვა ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, თბილისის 160-ე სკოლისთვის და სხვა.
ყვარელრემმშენი დამარცხა ტენდერებში, რომლებიც გამოცხადებული იყო შილდის #1 სკოლის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიდუბის რაონის გამგეობის და სხვა უწყებების მიერ.
30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. 
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს "ყვარელმშენმა" ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment