"- რომ გითხრან, ცირკშიც ხშირად ივლი, თეატრსაც ნახავ და ყველა სურვილი აგისრულდება, ოღონდ გუდამაყრიდან უნდა აიყარო და ქალაქში წამოხვიდეო, რას იზამ?
- არ წავალ. აქ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში.
- რა არის მეტი?
- მთები - მშვიდი და ძლიერი... ვუყურებ და ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც მთა ვარ, ოღონდ პატარა და თუ აქედან წავალ, დიდი ვერ გავიზრდები.
მთები არ ტოვებენ
თავის ადგილს, თუ დატოვებენ, ჩამოიქცევიან...
- ვინ უნდა გამოხვიდე დიდობაში? - ვეკითხები ბაჩოს.
- ჯარისკაცი.
- რად გინდა ჯარისკაცობა, უნდა იომო?
- მარტო ომისთვის უნდა იყო ჯარისკაცი? დავიცავ ამ მთებს და მთელ გუდამაყარს, მესაზღვრე ვიქნები.
- საზღვარი რა არის?
- ეზოს ღობესავით არის, მაგრამ ღობე შეიძლება მოშალო, საზღვარს კი ვერ მოშლი.
- რატომ?
- საზღვარი შენს სამშობლოს იცავსო, მამამ თქვა, ღობე კი ეზოს, რომელიც შეიძლება ძმას გაუყოო..."
..........................................................
"ბაჩო წიკლაური გუდამაყრის სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის მეექვსე კლასში სწავლობს. არა მხოლოდ კლასში, ის სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა. ბიჭუნას არც კლასელი ჰყავს, არც - სკოლელი. სამაგიეროდ, ჰყავს ორი მასწავლებელი..."
mshoblebi.ge
No comments:
Post a Comment