Friday, February 2, 2018

ქობულეთის მუსლიმ მოსწავლეთა პანსიონატის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა

ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით გაიგზავნა.
განმცხადებლები სასამართლოში დაობენ ევროპული კონვენციის იმ მუხლების სავარაუდო დარღვევას, რომლებიც ეხება დისკრიმინაციის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას, რელიგიის თავისუფლებას, საკუთრების და განათლების უფლებას. ეროვნულ დონეზე არაეფექტიანი გამოძიების ნაწილში განმცხადებლები ასევე უთითებენ კონვენციის მე-13 მუხლის (უფლება დაცვის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზეც.
მუსლიმი თემის დისკრიმინაცია „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 19 სექტემბერს დაადგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა, დადგენილიყო დისკრიმინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაშიც. გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
საქმე ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოშია. ამჯერად საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოიქცა თუ არა პოლიცია ადეკვატურად და სამართლიანად, როცა ადგილობრივებმა ქობულეთში გახსნილ პანსიონს ღორის თავი მიაჭედეს და მუსლიმებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment