გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელ საბრძოლო მასალებს ეძებენ. ადგილზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გორის სათემო რადიო "მოზაიკის" ცნობით, ამ ტერიტორიაზე ომის შემდგეგ განაღმვითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
სოფელი ძევერაში საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ განაღმვით სამუშაოებს საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰალო ტრასტი" ატარებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია “Hallo Trust” ჰუმანიტარულ განაღმვით სამუშაოებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. საქართველოში აღნიშნული ორგანიზაცია 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფება. ომიდან ორ წელში ორგანიზაციამ სამუშაოები დაასრულა, თუმცა ახალი საუკოპაციო საზღვრის გაჩენის შემდეგ, მათი საქმიანობის გაგრძელება ისევ გახდა საჭირო.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment