Wednesday, February 7, 2018

პრემიერის დავალებით, კომპანია „ბადაგონშის“ საქმეს ბიზნესომბუდსმენი გააკონტროლებს

პრემიერმინისტრის დავალებით, კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე ამყავს - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტს ეხმაურება.
ლექვინაძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებებს „ბადაგონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესი არ შეუჩერებია და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვა უზრუნველყოს. ბიზნესომბუდსმენის თქმით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.
„პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებებს არ შეუჩერებია კომპანიის საწარმოო პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით „ბადაგონის“ დამფუძნებლებს, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით",- აღნიშნავს ბიზნესომბუდსმენი.
შპს „ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment