Wednesday, February 7, 2018

ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა. ამჯერად მისმა ფასმა 8 ათასს დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
CoinMarketCap-ის მონაცემებით ,ბიტკოინის ფასი კიდევ 9.21%-ით გაიზარდა და დღეს 8,081.55 ათასი დოლარი ღირს.
გუშინ ბიტკოინის ფასი 17,7%-ით გაიზარდა და მისი ღირებულება 7. 372.73 ათას დოლარს შეადგენდა.
გასულ კვირას ბიტკოინი კვლავ გაუფასურდა. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 6 148 დოლარი გახდა. 
5 თებერვალს დილით ბიტკოინის კურსი 8 ათას დოლარს აჭარბებდა. დღის ბოლოს მისი ფასი 6 587 ათასი დოლარი გახდა, თუმცა რამდენიმე საათში ფასმა 6 971 დოლარამდე მოიმატა.

2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს. ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment