ტაივანის ხელისუფლებამ, ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ჩინეთს დახმარების გაწევაზე უარი უთხრა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
ჩინეთის მთავრობამ შესთავაზა ტაივანს, რომ სამაშველო ჯგუფებს გაგზავნიდა, რათა სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები დაჩქარებულიყო, მაგრამ ტაივანურმა მხარემ უარი თქვა და განაცხადა, რომ კუნძულს საკმარისი რესურსები აქვს.
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფრომაციით, ტაივანში გუშინ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:13 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5,0 მაგნიტუდა იყო.
7 თებერვალს, მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.
6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტ

👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში უარებზე კი ღრმა ბზარებია.
მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეების არ დაშავებულან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის საკონსულოში შესაბამისი ზარი ან შეტყობინება არ მიუღიათ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment