პოპულარული ბრიტანილი ჯგუფი Spice Girls-ი მსოფლიო ტურნეს გამართვას გეგმავს. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, გოგოები მსმენელის წინაშე ძველი ჰიტებით წარსდგებიან. ამის შესახებ TMZ-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, ვიქტორია ბექჰემი, ემა ბანტონი, ჯერი ჰოლიუელი, მელანი ბრაუნი და მელანი ჩისჰოლმი კონცერტებს თავდაპირველად ბრიტანეთსა და აშშ-ში გამართავენ.
გასულ კვირას ჯგუფის წევრები ყოფილ მენეჯერს, საიმონ ფულერს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მსოფლიო ტურნეს ჯგუფი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დაიწყებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Spice Girls -ი პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილში იმღერებს.
Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა. მათ ერთობლივად ბოლოს 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იმღერეს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment