Friday, May 18, 2018

21 მაისიდან ე.წ.ტურისტული პატრული გამოჩნდება თბილისში


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თვა, რომ 21 მაისიდან  ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდება თბილისში. ლაპარაკია,  საპატრული პოლიციის 20 ეკიპაჟზე.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეს ერთი მხრივ, ეკონომიკისთვის დიდი სარგებელია, თუმცა სამართალდამცავი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა რაოდენობას მოჰყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები - ორშაბათიდან (21 მაისიდან) საპატრულო პლიციიის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოვეთვიურად მათ 20 ეკიპაჟი მიემატება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულის ქვედანაყოფის იყოს 60 ეკიპაჟისგან შემდგარი, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები“, - განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრი პარლამენტშია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment