რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი ჯანმრთელი და უვნებელი იქნება. ამის შესახებ პუტინმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ღმერთის წყალობით, ის გამოჯანმრთელდა, გამოეწერა საავადმყოფოდან, ვიმედოვნებ, რომ ის იქნება ჯანმრთელი, ცოცხალი და უვნებელი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამოძიებაში დასახმარებლად მზადაა, თუმცა ლონდონიდან პასუხი ამ დრომდე არ არის.
ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი ბრიტანეთში, სოლსბერის საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
ოფიციალური ლონდონი ირწმუნება, რომ სკრიპალების მოსაწამლად „ნოვიჩოკი“გამოიყენეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment