Friday, May 18, 2018

რაულ კასტროს ოპერაცია ჩაუტარდა

კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ოპერაცია ჩაუტარდა. მას თიაქარი ამოკვეთეს. ინფორმაციას Cubadebate-ი ავრცელებს.
მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას უკვე მოახსენეს Boeing 737-ის ჩამოვარდნის შესახებ და მან მის დაქვემდებარებულ პირებს მითითებები მისცა. ამას გარდა, კასტრომ ითხოვა, მისი სამძიმარი გადაეცათ დაღუპულების ოჯახებისთვის.
სამგზავრო ლაინერი Boeing 737 გუშინ ჰავანაში აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 104 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. დაიღუპა 108 ადამიანი, მათგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
86 წლის რაულ კასტრო ქვეყანას 2008 წლიდან მართავს, მას შემდეგ, რაც მისი ძმა ფიდელი ხელისუფლებიდან წავიდა. ის კუბას 50 წლის განმავლობაში მართავდა. ახლა რაულ კასტრო კუბის სახელმწიფო საბჭოს და მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment