შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს და სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.
15:00 საათზე აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილის Facebook - ზე პირდაპირი ჩართვით დაუსვან მათთვის აქტუალური კითხვები. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მათ კითხვებს პირადად უპასუხებს.
გარდა ამისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს გაახანგრძლივა საგანმანათლებლო პროგრამების მითითების/ცვლილების შეტანის ვადა. განაცხადში პროგრამების მითითება და შეცვლა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლებათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment