Wednesday, May 16, 2018

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესახებ გეგმის შედგენა დაავალა. მიზეზი საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღვევაა. 
სანქციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე, მათ შორის მაღალჩინოსნებს. სავარაუდო ზომებად სახელდება აქტივების დაბლოკვა, აშშ-ში ჩასვლის აკრძალვა და სხვა სანქციები, რომელსაც ტრამპი მისაღებად ჩათვლის. 
რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 1987 წელს აშშ-სა და სსრკ-ს შორის დაიდო. 
imedineews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment