Friday, May 18, 2018

"მეუღლესთან ერთად სამუშაოდ იყო წასული" - რას ჰყვებიან ახლობლები ბიჭზე, რომელიც ისრაელში ხორცსაკეპ მანქანაში გარდაიცვალა

საშინელი ტრაგედია დატრიალდა ისრაელის ქალაქ ხოლონში, სადაც საქართველოს მოქალაქე ხორცის ქარხანაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხორცსაკეპ მანქანაში ჩავარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა გაავრცელეს. როგორც გავარკვიეთ, გარდაცვლილი 30 წლის ფ.ე.-ა.
გვესაუბრება ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ასმათ გოგალიშვილი:
- ხოლონში იმდენი ქართველია სამუშაოდ ჩამოსული, მგონი, საქართველოში აღარ ცხოვრობს ამდენი... ამ ხალხიდან ზოგი სახლებს ალაგებს, ზოგიც მოხუცებს უვლის, უმეტესობა კი ხორცის ქარხნებში მუშაობს. საქმე ის არის, რომ ქალაქში საკმაოდ ბევრი ხორცის ქარხანაა, შესაბამისად, იქ მოწყობაც შედარებით უფრო ადვილია. ასე რომ, ქარხანაში დასაქმებულ ერთ ქართველს, სხვა ახლობელი მიჰყავს სამუშაოდ.
- გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ისრაელში არალეგალურად ცხოვრობდა.
- ასე ცხოვრობს უცხოეთში ქართველების უმეტესობა.
- რამ გამოიწვია ტრაგედია, უსაფრთხოების ზომები დაცული იყო?
- ისრაელის სახელმწიფო გამართულად მუშაობს. უბედურება თავად, ჩვენი - ქართველების ყოფაშია, - მსგავს დანადგართან ადამიანი ისე უნდა დადგეს, რომ მათთან მუშაობისა და უსაფრთხოების წესები კარგად იცოდეს. ჩვენ კი ოღონდაც სამუშაო ვიშოვოთ და უსაფრთხოებას ვიღა დაეძებს!...განაგრძეთ კითხვა
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment