აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგი 1.4 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 432,4 მილიონი ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 3.79 მილიონი ბარელით და 232,014 მილიონი ბარელი გახდა. დისტილატების მარაგი შემცირდა 92 ათასი ბარელით და ამჟამად 114,946 მილიონი ბარელია.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 84 ათასი ბარელით ანუ 0,8%-ით 10,703 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,7 მილიონი ბარელით ანუ 0,1%-ით და შეადგენს 663,6 მილიონ ბარელს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment