თუშეთის სოფლებს ფარსმას და კვავლოს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ასევე მიენიჭა თუშეთში მდებარე ნასოფლარებს: აგეურთას, გირევს, დაქიურთას, ძველ დიკლოს, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სოფლებისა და ნასოფლარებისთვის ძეგლის მინიჭების მიზანი ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვაა.
მათი ცნობით, ეს სოფლები და ნასოფლარი ადგილები გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment