თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმას თან ერთვოდა ძლიერი სეტყვაც. დატბორილია მეტროს ჩასასვლელთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მოსახლეობის მხრიდან გამოძახება ჯერჯერობით არ ყოფილა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment