Thursday, July 19, 2018

აფხაზეთში რუსი ბიზმესმენი გაიტაცეს და სანაცვლოდ 3 მილიონ დოლარს ითხოვენ

პე­ტერ­ბურ­გე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ჰოლ­დინგ Полиграфоформление-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვი გა­ი­ტა­ცეს. ის თა­ვის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახალ ათონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც გამ­ტა­ცებ­ლე­ბი და­ესხნენ თავს. გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში, ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 18 ივ­ლისს 200 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი (3 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი) მო­ი­თხო­ვეს...
აფხა­ზე­თის “გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის” წარ­მო­მად­გენ­ლის, დაურ ამიჩ­ბას თქმით, ია­კოვ­ლე­ვი რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი კი არა, რო­გორც მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ი­ტა­ცეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვა ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მოხ­და.
არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ია­კოვ­ლე­ვი, აფხა­ზეთ­ში ბინ­ზეს­საქ­მე­ე­ბის­თვის ჩა­ვი­და. ბიზ­ნეს­მენს, მხო­ლოდ აფხა­ზეთ­ში შე­ეძ­ლო ჩას­ვლა, რად­გან მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ­მა ყირ­გიზ­მა პარტნი­ორ­მა უჩივ­ლა, ია­კოვ­ლე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. ყირ­გი­ზუ­ლი გა­მო­ცე­მა Кактус 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში აცხა­დებ­და, რომ ბიზ­ნეს­მენ ია­კოვ­ლევს უკვე ინ­ტერ­პო­ლი­თაც ეძებ­დნენ.novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ინ­ტერ­პო­ლის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ მის ბა­რათ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მას ყა­ჩა­ღო­ბა­ში და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის არა­სან­ქცი­რე­ბულ ჩა­მორ­თმე­ვა­ში სდე­ბენ ბრალს.
ბიზ­ნეს­მე­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მის­მა მე­უღ­ლემ გა­ა­კე­თა, რომ­ლის თქმი­თაც, ია­კოვ­ლე­ვი აფხა­ზე­თის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან გაქ­რა. 53 წლის ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლში ავე­ჯი დამვტრე­უ­ლია და მათ­ზე სის­ხლის კვა­ლია. ბიზ­ნეს­მე­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ 20 ივ­ნისს გა­ი­ტა­ცეს. რო­გორც მე­უღ­ლემ მის­თვის მი­ტა­ნი­ლი წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ცხა­და, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი მას არ­წმუ­ნე­ბენ, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ცო­ცხა­ლია და სის­ხლი გა­ტა­ცე­ბის დროს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას ცხვი­რი­დან წა­მო­უ­ვი­და.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვი მი­ლი­არ­დებ­საც ფლობ­და, ის Forbes-ის სი­ა­ში არ არის შეყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ლი მან 1992-94 წლე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბი­დან და­ა­ბან­და და მას შემ­დეგ, არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა ფი­ნან­სურ სკან­დალ­ში, თუმ­ცა, დიდი ფუ­ლის გა­დახ­დის შემ­დეგ, საქ­მე ჩა­ფარ­ცხა... 1994 წელს კი­რო­ვის ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი გახ­და და შემ­დეგ ჰოლ­დინ­გი Полиграфоформление-ც შე­ი­ძი­ნა.
ია­კოვ­ლე­ვის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის კვიპ­როს­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, მათ შო­რის Девонкрофт, რომ­ლის სუფ­თა მო­გე­ბამ შარ­შან 120 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი შე­ად­გი­ნა, მისი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი, 1,5 მი­ლი­არ­დად შე­ფას­და.
საქ­მე ის არის, რომ ყირ­გი­ზეთ­ში, ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან მომ­ხდა­რი გა­უ­გებ­რო­ბის შემ­დეგ, ია­კოვ­ლევ­მა 40 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და... მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შემ­დეგ, შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ქვეყ­ნებ­ში ცდი­ლობ­და ბიზ­ნე­სის გა­კე­თე­ბას, მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­სა და ტა­ი­ლან­დში. კო­რე­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, ის თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ლე­სი­ის Good News Mission-ის პას­ტო­რი გახ­და, სა­დაც ქა­და­გებ­და კი­დეც.
ია­კოვ­ლე­ვი ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ევ­რო­პულ კორ­პო­რა­ცია Unhwa-ს, რო­მე­ლიც ზრდის უჯრე­დე­ბის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბო­და. ისი­ნი ასე­ვე მუ­შა­ობ­დნენ კი­ბო­სა და იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. არა­რე­ა­ლუ­რი და­პი­რე­ბე­ბი­სა და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გამო, ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას “კორ­პო­რა­ცი­ულ სექ­ტა­საც” უწო­დებ­და.
არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნი აფხა­ზეთ­ში მხო­ლოდ ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად და შე­სას­წავ­ლად ჩა­მო­ვი­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გეგ­მე­ბი ჰქონ­და და­სა­ხუ­ლი და მეტი ვე­რა­ფე­რი მო­ას­წრო, რად­გან რო­გორც ჩანს, მის ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე რე­გი­ონ­ში ინ­ფორ­მა­ცია სწრა­ფად გავ­რცელ­და... აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ია­კოვ­ლე­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­კე­ტი­ო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის აფე­რის­ტია, რო­მელ­საც აფხა­ზეთ­ში იგი­ვე გეგ­მე­ბი ჰქონ­და, რის­თვი­საც ყირ­გი­ზი პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე იდევ­ნე­ბო­და. აფხა­ზე­ბის თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში “ასე­თი ტი­პის პერ­სო­ნე­ბი ჩა­დი­ან ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად, შემ­დეგ კი, მათ მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი არა­კე­თილ­გან­წყო­ბა უკ­ვირთ...”
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment