Friday, July 13, 2018

სმიტების ოჯახის უფროსი ორ პირს, რომელზეც მალხაზი საუბრობს, სავარაუდოდ, იცნობდა, რადგან მათ დანახვაზე აღელდა და ნაბიჯს აუჩქარა" - რა დეტალებს ამხელს ადვოკატი

ნამ­დვი­ლად ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ორ უც­ნობს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ეს ბიჭი ცო­ცხა­ლი, რათა ის გამ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბის მსხვერ­პლი, - ამის შე­სა­ხებ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და.
"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ორი უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა იქ მი­ვი­და შავი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლით. მარ­კა, მო­დე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ნო­მე­რი ვერ გა­არ­ჩია, რად­გან ძა­ლი­ან შო­რი­დან და­ი­ნა­ხა. თუმ­ცა, და­ი­ნა­ხა, რომ ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 მეტ­რის და­შო­რე­ბით გა­ჩერ­და სმი­ტე­ბის ავ­ტო­მო­ბილ­თან, იქი­დან გად­მო­ვი­და ორი უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა. ეს ორი პი­როვ­ნე­ბა მალე მათ გზა­ზე წა­მო­ე­წია. ასე­ვე, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯა­ხის უფ­რო­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ადა­მი­ა­ნებს იც­ნობ­და, რად­გან მათი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ეს ადა­მი­ა­ნი აღელ­და, ნა­ბიჯს აუჩ­ქა­რა, თით­ქოს შე­ე­შინ­და“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და­ვით გირ­გვლი­ან­მა.
ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, თუ სა­ი­დან ხე­დავ­და მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი ამ ყვე­ლა­ფერს, ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ისა­უბ­რებს.
"ამ შე­კი­თხვა­ზე რომ გი­პა­სუ­ხოთ, მა­შინ მე ფარ­და უნდა ავ­ხა­დო ყვე­ლა დე­ტალს, რა­საც ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვა­კე­თებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა ამის დიდი სურ­ვი­ლიც მაქვს. თა­ვი­დან აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა ენა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და ეს ორი უცხო ადა­მი­ა­ნი ბრალ­დე­ბულს. მან გან­მარ­ტა, რომ იმ ორმა ადა­მი­ან­მა ქარ­თუ­ლი იცო­და. მე ყვე­ლა დე­ტალ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ქმე­დე­ბა საკ­მა­ოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ე­რაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნამ­დვი­ლად ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ იმის დაშ­ვე­ბა­საც კი, რომ მათ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ეს ბიჭი ცო­ცხა­ლი, რათა თვი­თონ გამ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბის მსხვერ­პლი. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი იმ ეტაპ­ზე ხა­დას ხე­ო­ბა­ში მყოფ ყვე­ლა ადა­მი­ანს შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო და­ჩაგ­რუ­ლი და ად­ვი­ლად ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბი იყო, ასე­ვე ყვე­ლა­ზე უფრო და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვის­თვი­საც მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ხე­ლე­ბის შეწ­მენ­და", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის - ცოლ-ქმრი­სა და მათი 4 წლის ბავ­შვის მკვლე­ლო­ბას და­კა­ვე­ბუ­ლი 19 წლის მწყემ­სი არ აღი­ა­რებს და ამ­ტკი­ცებს, რომ ხე­ო­ბა­ში ორი უც­ნო­ბი პირი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი იყო და მკვლე­ლო­ბაც სწო­რედ მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.
თა­ვის მხრივ, შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ქარ­თულ მხა­რეს აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას FBI (ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო) უწევს.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment