Friday, July 20, 2018

Google-მა ჩინური WeChat-ისთვის თამაში შექმნა

ჩინური სოციალური პლატფორმა WeChat-ისთვის Google-მა თამაში შექმნა. ამის შესახებ CNN Money წერს
თამაშის წესების მიხედვით, მომხმარებლებმა დროის გარკვეულ მონაკვეთში შესაბამისი ნივთი უნდა დახატონ, აპლიკაცია კი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მის ამოცნობას შეეცდება. 
როგორც ირკვევა, Google-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც კომპანიას ჩინეთში ოპერირება აუკრძალეს.
მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი, რომ ჩინური WeChat-ის მომხმარებელთა ყოველთვიურმა რაოდენობამ 1 მილიარდს მიაღწია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment