Tuesday, July 17, 2018

სმიტების მკვლელობა - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია და ვერსიები

ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხის სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 43 წლის რა­ი­ან და 42 წლის ლორა სმი­ტე­ბი, 4 წლის ვაჟ­თან კა­ი­ლებ­თან ერ­თად, მარ­ნე­უ­ლი­დან ხა­დას ხე­ო­ბა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავრნენ...
4 ივ­ლისს, ოჯახ­მა კა­რა­ვი სო­ფელ წკე­რეს სი­ახ­ლო­ვეს გა­შა­ლა და სოფ­ლის ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად გეგ­მავ­დნენ წას­ვლას. ამ დღეს მათ­თან კავ­ში­რი გა­წყდა...
მო­დით, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვეთ, რო­გორ გან­ვი­თარ­და ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რა ვერ­სი­ე­ბი აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, ად­გი­ლობ­რი­ვებს და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რეს.

6 ივ­ლი­სი

"112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ორი პი­რის და მათი 4 წლის შვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რის თქმით, და­კარ­გუ­ლე­ბი დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. სო­ფელ­ში 15 მაშ­ვე­ლი გა­ემ­გზავ­რა.
ამა­ვე დღეს, წკე­რე­ში­ და­კარ­გუ­ლე­ბის მან­ქა­ნა და პი­რა­დი ნივ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­მეტრში კი, ალა­ვერ­დის ჩანჩქერ­ში ლორა სმი­ტის ცხე­და­რი იპო­ვეს.

7 ივ­ლი­სი

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნახ­ლდა. მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე­ში, ჩანჩქე­რი­დან 800 მეტ­რის და­შო­რე­ბით რა­ი­ან სმი­ტის ცხე­დარს მი­აკ­ვლი­ეს.
შსს საქ­მე­ზე პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სს კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. შსს-ის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, "პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, არც ერთ გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა".
ჯერ კი­დევ ვერ ხერ­ხდე­ბა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის პოვ­ნა.

8 ივ­ლი­სი

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა არ იყო და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 19 წლის მწყემ­სი და­ა­კა­ვეს. მან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს 4 წლის ბი­ჭის ცხედ­რი­სა და მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღის­ სა­მა­ლავ­ზეც მი­უ­თი­თა.

9 ივ­ლი­სი

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა საქ­მე­ზე - და­კა­ვე­ბუ­ლია 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი, რო­მელ­მაც ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. ნა­პოვ­ნია 4 წლის ბავ­შვის ცხე­და­რი, რომ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი 19 წლის მწყემსმა თა­ვად აჩ­ვე­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სია:

"4 ივ­ლისს მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი ხა­დას ხე­ო­ბა­ში შეხ­ვდა სმი­ტებს, რომ­ლებ­მაც მას სთხო­ვეს, ჩანჩქე­რამ­დე მის­ვლა­ში დახ­მა­რე­ბო­და. კო­ბა­უ­რი და­თან­ხმდა და გაჰ­ყვა მათ ერთ-ერთი ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად.
ვი­ნა­ი­დან დიდი გზა იყო გა­სავ­ლე­ლი, შე­ის­ვე­ნეს და ცოლ-ქმარ­მა კო­ბა­უ­რი სა­დილ­ზე მი­იწ­ვია. რო­დე­საც ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ, რა­ი­ან სმიტ­მა­ მწყემსს შე­ნიშ­ვნა მის­ცა ცე­ცხლსას­რო­ლი იარ­აღის (ორ­ლუ­ლი­ა­ნი თო­ფის) და­უ­დევ­რად­ პყრო­ბის გამო და მი­უ­თი­თა, ვი­ნა­ი­დან იქ პა­ტა­რა ბავ­შვი იყო, მას მო­რი­დე­ბო­და. ამა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა კო­ბა­ურ­მა თოფს დამ­ცვე­ლი მოხ­სნა და რა­ი­ან მა­იკლ სმიტს და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა ზურ­გის არე­ში.­ სა­ბო­ლო­ოდ, გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა მა­შინ, როცა მას მე­ო­რე ტყვია სა­ხის არე­ში ეს­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი­ ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვის მიზ­ნით, კო­ბა­ურ­მა გა­და­წყვი­ტა გარ­დაც­ვლი­ლის ცო­ლი­სა და ბავ­შვის მოკ­ვლაც - ია­რაღ­ში ჩა­ა­ლა­გა ვაზ­ნე­ბი და მათ და­უ­მიზ­ნა. თუმ­ცა, ლორა სმი­ტი გა­იქ­ცა­ და ამ დროს კო­ბა­ურ­მა ბავ­შვს ეს­რო­ლა. კო­ბა­უ­რი, იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, ქა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, რა დრო­საც ქალი ჩანჩქერ­ში გა­და­ვარ­და. ამის შემ­დეგ, კო­ბა­ურ­მა ბავ­შვის ცხე­და­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ თოვ­ლის ზვა­ვის ქვეშ, ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­შო­ბილ მცი­რე ზო­მის ქვა­ბულ­ში მათ კუთ­ვნილ ნივ­თებ­თან ერ­თად გა­და­მა­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ტო­ვა".

სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ვერ­სია:

"უთ­ქვამს თოფი ვეს­რო­ლეო, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო... ცოლი გა­და­ვურ­ჩი­ნე, სუ­რა­თებს რომ იღებ­დნე­ნო, კლდი­დან ვარ­დე­ბო­და და მი­ვეშ­ვე­ლე ქალ­სო, კაც­მა კი და­მარ­ტყაო. ვი­თომ თავს იმარ­თლებს, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო. რომ კი­თხეს ბავ­შვმა რა და­გი­შა­ვაო, ტი­რო­და და მა რას ვი­ზამ­დი, იმა­საც ვეს­რო­ლეო - აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ამ­ბობს, რომ მარ­ტო­კა იყო..."
"ჯერ კაცი ჰყავს მოკ­ლუ­ლი, ქალ­ზე იძა­ლა­და და მერე ბავ­შვიც მოკ­ლა. რო­გორც ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მოკ­ლულ კაცს სა­ხე­ში აქვს ნას­რო­ლი, თვა­ლე­ბიც არ აქვს... ბავ­შვის ზურგჩან­თაც გახ­ვრე­ტი­ლია, რო­მე­ლიც მოკ­ლულს ზურ­გზე ეკე­თა. მერე ცხე­ნის ძუ­ა­ზე მო­უ­ბამს ეს კაცი და ისე გა­მო­უთ­რე­ვია“ - ყვე­ბიან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის ვერ­სია:

კო­ბა­უ­რის დედა, მა­რი­ამ მარ­ტი­აშ­ვი­ლი: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­გას ჩემი შვი­ლი არ ჩა­ი­დენ­და. ვთხოვ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გა­მო­იკ­ვლი­ონ წე­სი­ე­რად და გა­მა­გე­ბი­ნონ რა ხდე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეგ ჩემი შვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი არ არის. 7 ივ­ლისს და­მი­რე­კა დი­ლით, ვე­სა­უბ­რე, მო­ვი­კი­თხე რო­გორ ხარ-მეთ­ქი, მი­თხრა მე ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, მაგ­რამ დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ტუ­რის­ტე­ბი და­ხო­ცე­სო... აჭი­კ­ჭი­კეს, რო­გორც უნ­დო­დათ ისე და მერე აუყ­ვა­ნეს ად­ვო­კა­ტი. ჩემი შვი­ლი არის შან­ტა­ჟის ქვეშ. ვი­ღაც უდ­გას უკან, არ ვიცი სხვა არა­ფე­რი. თქვა, ა­შან­ტა­ჟებ­დნენ და ოჯა­ხის ამო­ხოც­ვით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

ამო­ნა­რი­დე­ბი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ჩვე­ნე­ბი­დან:

"ბავ­შვის მა­მამ მი­თხრა, რომ თოფი ცუ­დად მქონ­და მიშ­ვე­რი­ლი და უმ­ჯო­ბე­სი იყო, მო­შო­რე­ბით გა­და­მე­დო. ამ შე­ნიშ­ვნა­ზე­ ძა­ლი­ან გავ­ღი­ზი­ან­დი და ხმა­მაღ­ლა მივ­მარ­თე, რომ ის ვერ მას­წავ­ლი­და თო­ფის მხარ­ზე გა­და­კი­დე­ბას და მოხ­მა­რე­ბას. ამა­ზე­ ტანსრუ­ლი მა­მა­კა­ცი წა­მოდ­გა­ თა­ვად გა­ღი­ზი­ანე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ამის და­ნახ­ვა­ზე­ მეც ავ­დე­ქი და ავი­ღე თოფი. მან მარ­ჯვე­ნა მკლავ­ში მომ­კი­და ხელი, მე მყი­სი­ე­რად გა­ვუსხლტი ხე­ლი­დან და გა­ვე­დი რამ­დე­ნი­მე მეტ­რით უკან, მო­ვი­მარ­ჯვე ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი თოფი, სა­დაც მედო ორი ცალი ტყვია, დავ­მუხ­ტე სას­რო­ლად, სას­ხლეტს გა­მოვ­კა­რი ხელი და ვეს­რო­ლე­ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც უკვე გარ­ბო­და.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment